სალაჰი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

სალაჰი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„ლივერპულის“ შემტევი მოჰამედ სალაჰი ინგლისის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციამ პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ინფორმაციას Sky Sport-ი აქვეყნებს.

სალაჰმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ პრემიერლიგის ეგიდით 31 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ „ლივერპული“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.