თუკი „ბარსელონაში“ დარჩება, დემბელე ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა

თუკი „ბარსელონაში“ დარჩება, დემბელე ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა

„ბარსელონას“ თავდამსხმელი, უსმანე დემბელე, მზადაა ხელფასი დაიკლოს, თუკი კლუბში დარჩება - გვამცნობს Sport.es.

დემბელეს სეზონის ბოლოს კატალონიელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება და ის სხვა კლუბში გადასვლას აპირებდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. მაგრამ წყარო გვიამბობს, რომ უსმანეს აგენტი, მუსა სისოკო, გასულ ოთხშაბათს „ბარსელონას“ ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ დემბელეს გუნდში დარჩენის თაობაზე ისაუბრეს.

დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან თამაშობს.