ლეგენდარული ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი ESPN-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 81 წლის პელე სან-პაულუს კლინიკაში მოათავსეს, სადაც ადრე ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
ESPN-ის წყაროს ინფორმაციით, ექს-ფეხბურთელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.