გიორგი შენგელაია „რესპუბლიკელი“ გახდა

გიორგი შენგელაია „რესპუბლიკელი“ გახდა

ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია „რესპუბლიკურ პარტიაში“ გაერთიანდა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტს მიმართა. შენგელაიას განცხადებით, დღეს აუცილებელია საკუთარი პოზიციის მკვეთრად დაფიქსირება.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლას და რესპუბლიკური პარტია თავისას არჩევნების გზით მიაღწევს“. - განაცხადა მან.

„ასეთი ადამიანების ჩვენს პარტიაში გაწევრიანება სასიხარულო და მისასალმებელია, ჩვენი პარტია იკრებს ძალებს და არჩევნებამდე სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდება“. - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შენგელაიამ რამდენიმე წლის წინ შექმნა პარტია „ქართული ვაზი რუსეთთან ერთად“. ეს პარტია უკვე დაიშალა და ფუნქციონირება შეწყვიტა.