რუდიგერმა „მანჩესტერში“ გადასვლაზე უარი თქვა

რუდიგერმა „მანჩესტერში“ გადასვლაზე უარი თქვა

„ჩელსის“ მცველი, ანტონიო რუდიგერი, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას არ აპირებს - გვამცნობს Manchester Evening News.

წყაროს ინფორმაციით, რუდიგერს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მანჩესტერელებს ძალიან სურდათ მისი გადაბირება. მაგრამ გერმანელი უარზე დადგა, რადგან „ჩელსიში“ თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ ლონდონში მინიმუმ ერთი წლით კიდევ დარჩება. თანაც ისეთ კლუბში სურს თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობს.

29 წლის რუდიგერი „ჩელსიში“ 2017 წლიდან თამაშობს.