ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა. ტომას ტუხელის გუნდმა „უემბლიზე“ „კრისტალ პალასი“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა და ტიტულს ერთ ნაბიჯამდე მიუახლოვდა.
ლონდონელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. ჯერ ანგარიში რუბენ ლოფტუს-ჩიკმა გახსნა, ხოლო 10 წუთის მერე მეისონ მაუნტმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
ამრიგად, „ჩელსი“ ფინალში გავიდა, სადაც „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი 14 მაისს, „უემბლიზე“ გაიმართება.