ერიკსენით „ნიუკასლიც“ დაინტერესდა

ერიკსენით „ნიუკასლიც“ დაინტერესდა

„ბრენტფორდის“ ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ნიუკასლის“ ფეხბურთელი გახდეს. „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელობას სერიოზულად გადაუწყვეტავს დანიელის ხელში ჩაგდება - გვამცნობს Nothern Echo.

ცნობისთვის, ერიკსენის გადასაბირებლად „ტოტენჰემი,“ „ევერტონი“ და „ვესტ ჰემიც“ იბრძვიან.

გასულ ზამთარს, „ბრენტფორდმა“ 30 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გააფორმა.