გვარდიოლა: „ჩემი ნება რომ იყოს, „სიტიში“ სამუდამოდ დავრჩებოდი“

გვარდიოლა: „ჩემი ნება რომ იყოს, „სიტიში“ სამუდამოდ დავრჩებოდი“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, ჟურნალისტებს კლუბთან საკუთარი კონტრაქტის შესახებ ესაუბრა.

„კონტრაქტი გაისად ზაფხულამდე მაქვს გაფორმებული და აქ ბედნიერი ვარ. ჩემი ნება რომ იყოს, „სიტიში“ სამუდამოდ დავრჩებოდი. უკეთესი ადგილი უბრალოდ არ არსებობს. რაც შეეხება ჩემს ბრაზილიის ნაკრებში შესაძლო მუშაობას, ახლა ამ საკითხზე საუბრის დრო არ არის.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 31-ე ტუროს შემდეგ, „სიტი“ 73 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.