რომის პაპმა ასლან აბაშიძე გამოჩენილ პოლიტიკოსად აღიარა

რომის პაპმა ასლან აბაშიძე გამოჩენილ პოლიტიკოსად აღიარა

რომის პაპმა ასლან აბაშიძე გამოჩენილ პოლიტიკოსად აღიარა.

ვატიკანის წარმომადგენელმა მონსინიორ ჟან პოლ გობელმა ასლან აბაშიძეს რომის პაპის გამოსახულებიანი სამახსოვრო მედალიონი გადასცა.

გობელმა აჭარის ლიდერს აცნობა, რომ ეს პატივი მშვიდობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მიღწევებისა და განსხვავებული სარწმუნოების ადამიანებს შორის კეთილი ურთიერთობების დამყარებისათვის დაიმსახურა.

ჟან პოლ გობელმა მედალიონის გარდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს რომის პაპის პირადი მიმართვა გადასცა და ბათუმში კათოლიკური სამლოცველოს აშენების სურვილი გამოთქვა, რაშიც ასლან აბაშიძე შემწეობას დაპირდა.