„ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯო კოულმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ლურჯების“ მადრიდის „რეალთან“ წაგების შესახებ (1:3).
„ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, საპასუხო მატჩში რომელი გუნდი გაიტანს პირველ გოლს.
ინდივიდუალურ შეცდომებზე საუბარს კი აზრი არ აქვს. ბოლო 18 თვის განმავლობაში მენდი და რუდიგერი შესანიშნავ თამაშს აჩვენებდნენ. მაგრამ მესამე გოლისას ისინი შეცდნენ უხეშად. ტუხელის მიერ გაწეული სამუშაო წყალში ჩაიყარა.“ - ციტირებს კოულის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.