დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ჯამში სანქციები 14 პირს დაუწესდა. სანქციები დაუწესდათ საინფორმაციო არხს RT-ს მფლობელ სერგეი ბრილევს, Gazprom-Media-ს აღმასრულებელი დირექტორ ალექსანდრე ჟაროვს, RT-ის მმართველი დირექტორს ალექსეი ნიკოლოვის და Sputnik International-ის ხელმძღვანელს ანტონ ანისიმოვს.
„პუტინის ომი უკრაინასთან დაფუძნებულია სიცრუის ნიაღვარზე. ბრიტანეთმა ხელი შეუწყო მსოფლიოში კრემლის დეზინფორმაციის გამოვლენას. სანქციების ეს უკანასკნელი სერია ურტყამს უსირცხვილო პროპაგანდისტებს, რომლებიც პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს ავრცელებენ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
სანქცირებულთა სიაშია ასევე, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელსაც „მარიუპოლის ყასაბს" უწოდებენ.
„ჩვენ გავაგრძელებთ დამატებით სანქციებს, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე და უზრუნველყოთ, რომ უკრაინაში პუტინი წააგებს“, - დასძინა ტრასმა.