ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების პარლამენტს:  საჭიროა უფრო ძლიერი სანქციები, შეაჩერეთ ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების პარლამენტს: საჭიროა უფრო ძლიერი სანქციები, შეაჩერეთ ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან

ავსტრალიის პარლამენტში ვირტუალურად გამოსვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ნიდერლანდების პარლამენტს მიმართა. დეპუტატებს მან მეტი იარაღის მიწოდება, რუსეთთან ყოველგვარი ბიზნესის შეწყვეტა და ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში დახმარება სთხოვა.

„საჭიროა უფრო ძლიერი სანქციები, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შანსი, აწარმოოს შემდგომი ომი ევროპაში. შეაჩერეთ ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.

ზელენსკიმ ჰოლანდიის ისტორიის მონაკვეთიც გაიხსენა, კერძოდ, 1572 წლის 1-ლი აპრილის მოვლენები, როდესაც ესპანელები განდევნეს ქალაქ დენ ბრიელიდან, რაც გარდამტეხი იყო ნიდერლანდების რევოლუციაში.

”ხვალ თქვენ გაიხსენებთ ტირანიის განდევნის 450 წლისთავს” - თქვა მან. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს, სთხოვა, მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს.

”ჩვენი წევრობა შენზეა დამოკიდებული, მარკ”, - თქვა მან.

ცნობისთვის, ჰოლანდიის პარლამენტი რიგით მეთოთხმეტეა, რომელსაც ზელენსკიმ ვირტუალურად მიმართა.

ლაზი ეს კაცი მთელ მსოფლიოს რომ აძალებს, რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტეთო, თითონ შეწყვიტა რუსული გაზის მოხმარება? თუ უკრაინაში უკვე აგვისტოა, მოკლე სახელოებიანი მაისურით რომ დადის. რეალური ბრძოლებიც თუ ასეთი წარმატებით აწარმოვა, ეს რუსეთს კი არა, მთელ მსოფლიოს მოუგებს ომს, რომ მოინდომოს.
3 წლის უკან
sapiqrali 2014 წელს, როცა რუსებმა ყირიმი წაართვეს, რა სანქციები დაუწესა თვითონ უკრაინამ რუსეთს? ან ვაჭრობა თუ შეწყვიტა რუსეთთან, ან გაზზე თქვა უარი, ან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ჩვენსავით?
3 წლის უკან