შალვა პაპუაშვილი ელჩის გაწვევაზე: ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან შეფარდებით რასაც ადამიანური ტრაგედიების დასრულება ჰქვია, რომ ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ

შალვა პაპუაშვილი ელჩის გაწვევაზე: ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან შეფარდებით რასაც ადამიანური ტრაგედიების დასრულება ჰქვია, რომ ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ

შალვა პაპუაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას გამოეხმაურა. შესაბამისი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ბელგიაში ვიზიტით ყოფნისას გააკეთა.

„თავის დროზე ვთქვით, რომ ელჩის კონსულტაციაზე გაწვევა, ახლა კი მოხსნა არ მიგვაჩნდა სამართლიან გადაწყვეტილებად. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც უნდა ვისაუბროთ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან შეფარდებით რასაც ადამიანური ტრაგედიების დასრულება ჰქვია, რომ ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა.