გიორგი გამსახურდია: ტყუილით, რომ თითქოს რუსულ პოლიტიკას ვატარებთ, ჩვენთვის რუსეთი აგრესორი და ამ საშინელების ინიციატორი არ არის, ხომ შენს სახელმწიფოსაც აზიანებ?

გიორგი გამსახურდია: ტყუილით, რომ თითქოს რუსულ პოლიტიკას ვატარებთ, ჩვენთვის რუსეთი აგრესორი და ამ საშინელების ინიციატორი არ არის, ხომ შენს სახელმწიფოსაც აზიანებ?

„ქვეყნის დადანაშაულება იმაში, რომ თითქოს, რუსულ პოლიტიკას ვატარებთ და ჩვენთვის რუსეთი აგრესორი და ამ საშინელების ინიციატორი არ არის, ეს ხომ ტყუილია, მაგრამ ამ ტყუილით ხომ არა მარტო კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ შენს სახელმწიფოსაც აზიანებ?“, - განაცხადა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედის დღესთან“ საუბრისას.

მან უკრაინაში, მაღალ თანამდებობაზე დანიშნულ პირებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩემს უკრაინელ ძმებს რომ მინდა შევეხმიანო... [უკრაინაში] გია ლორთქიფანიძე ჰყავთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, იგორა გიორგაძის პირადი მცველი, ოთარ ფაცაციასთან რომ იყო დაცვაში, როცა ეს დაცვა დაიშალა, წამოვიდა და იგორას ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ვის პრორუსულობაზე მელაპარაკებიან?“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.