დიმიტრის ავრამოპულოსი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ჩვენ არ ვართ შორს იმ მომენტამდე, როდესაც ამ სიხარულს ერთად გავიზიარებთ, თქვენ სწორ გზაზე ხართ

დიმიტრის ავრამოპულოსი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ჩვენ არ ვართ შორს იმ მომენტამდე, როდესაც ამ სიხარულს ერთად გავიზიარებთ, თქვენ სწორ გზაზე ხართ

„უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროპისკენ. მე გამოვთქვი აღტაცება იმაზე, რაც თქვენმა ხელისუფლებამ გააკეთა და ხალხმა, რათა საქართველოს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა მიეღო. დღეს საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად მოგზაურობენ ევროპაში“, - განაცხადა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილმა ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსი.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

„ეს ერთი ნაბიჯია და წინ არის წარმატებები. საქართველო ევროპული სახელმწიფოა და, ისტორიულად, ევროპას ეკუთვნის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ამისთვის უნდა გააგრძელოთ ის შესანიშნავი საქმე, რომელიც აქამდე გააკეთეთ. უნდა გააგრძელოთ რეფორმები მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენ არ ვართ შორს იმ მომენტამდე, როდესაც ამ სიხარულს ერთად გავიზიარებთ. მე აუცილებლად ვიქნები იმ ადამიანებს შორის, რომელიც თბილისში ჩამოვა და თქვენთან ერთად იზეიმებს. თქვენ სწორ გზაზე ხართ. მე ვამაყობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაში“, - აცხადებს ავრამოპულოსი.