რაულ ჩილაჩავა: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საკუთარი ელჩის გაწვევა აშკარა დემარშია არა მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ერის მიმართაც

რაულ ჩილაჩავა: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საკუთარი ელჩის გაწვევა აშკარა დემარშია არა მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ერის მიმართაც

პრეზიდენტ ზელენსკის მიერ საკუთარი ელჩის გაწვევა აშკარა დემარშია არა მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ერის მიმართაც, რომელიც უდიდეს სოლიდარობას იჩენს რუს ოკუპანტებთან მამაცურად მებრძოლი უკრაინელებისადმი,- ამის შესახებ უკრაინის ყოფილი ელჩი ლატვიაში, პოეტი და მწერალი რაულ ჩილაჩავა Facebook-ზე წერს.

„მე, როგორც უკრაინის მოქალაქეს და მის ყოფილ ელჩს ლატვიაში, მწყინს, რომ ეს ფაქტი შავ ლაქად დააჩნდება მართლაც მოძმე ორი ერის მრავალსაუკუნოვან და შეუბღალავ ურთიერთობათა ისტორიას!“ - წერს ჩილაჩავა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა.