გიორგი ვოლსკი: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან იყო ძალიან მყარი პოზიცია გამოხატული, რომ საქართველოს მუდმივად ექნება მხარდაჭერა

გიორგი ვოლსკი: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან იყო ძალიან მყარი პოზიცია გამოხატული, რომ საქართველოს მუდმივად ექნება მხარდაჭერა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან იყო ძალიან მყარი პოზიცია გამოხატული, რომ საქართველოს მუდმივად ექნება მხარდაჭერა როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„პოლონეთის მაღალმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რა საკვირველია ეს არის სასამართლო, კანონმდებლობა, კოდექსი და ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს ქვეყანამ შიდა საკითხები. ჩვენი მეგობარი ქვეყნები ყოველთვის მონდომებულები არიან საქართველოში სტაბილური ვითარება იყოს და ამ პრობლემას მიიჩნევენ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რეგიონულ ჭრილში. განვიხილეთ უკრაინის თემა, როგორც ერთ-ერთი გამოვლინება იმ აგრესიისა, რომელიც 2008 წლიდან და კიდევ უფრო ძველი პერიოდიდან გრძელდება. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ პრაქტიკულად არის ყველაზე საფრთხის ზონაში მყოფი ქვეყანა რუსეთის აგრესიის პირისპირ. ასევე იყო ძალიან მყარი, მკაფიო პოზიცია გამოხატული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ საქართველოს მუდმივად ექნება მხარდაჭერა, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციაში“,- აღნიშნა ვოლსკიმ.