ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სააკაშვილის საკითხი თინა ბოკუჩავამ დააყენა, რაზეც პასუხი იყო, რომ მის შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში სასამართლომ უნდა მიიღოს

ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სააკაშვილის საკითხი თინა ბოკუჩავამ დააყენა, რაზეც პასუხი იყო, რომ მის შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში სასამართლომ უნდა მიიღოს

ეს საკითხი ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დააყენა „ნაციონალურმა მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ, რაზეც პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოში სასამართლომ და ქართული კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიწოდა მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში იყოს ერთიანობა“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ეუთოს თავმჯდომარე დღეს პარლამენტშიც იმყოფებოდა.