„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
„აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.