ირაკლი კობახიძე: პრორუსული პარტიები ჩვენ პარლამენტშიც გვყავს, ეს სამწუხარო რეალობაა

ირაკლი კობახიძე: პრორუსული პარტიები ჩვენ პარლამენტშიც გვყავს, ეს სამწუხარო რეალობაა

პრორუსული პარტიები სამწუხაროდ გვყავს ჩვენ პარლამენტშიც. ეს სამწუხარო რეალობაა და თუ რაიმე რეაგირება შეიძლება სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, რა თქმა უნდა ეს შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება, იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც ახორციელებს აგრესიის პროპაგანდას, პოლარიზაციის, სიძულვილის პროპაგანდას. აქაც სამწუხაროდ კანონმდებლობა უძლურია.

„ნაცმოძრაობა“ ბევრად უფრო „მძიმეა“, რადგან ისინი მონაწილეობენ არჩევნებში, გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ, მათ აქვთ ბევრად უფრო გავლენიანი მედიარესურსები, შესაბამისად, ისინი 100-ჯერ უფრო დიდ ზიანს აყენებენ ქვეყანას, ვიდრე ეს შეუძლია „ალტ-ინფოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.