ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორი: მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, რუსეთის თავდასხმების შეწყვეტას ვერ ვხედავ - გვჯერა ჩვენ ამის? რა თქმა უნდა, არა

ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორი: მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, რუსეთის თავდასხმების შეწყვეტას ვერ ვხედავ - გვჯერა ჩვენ ამის? რა თქმა უნდა, არა

უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის, ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, იგი ქალაქში რუსეთის თავდასხმების შეწყვეტას ვერ ხედავს, მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, რომ ჩერნიგოვში, სამხედრო ოპერაციებს შეამცირებდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის განცხადებაზე, რომ უკრაინაში შეტევებს შეამცირებდა, გუბერნატორმა უპასუხა: „გვჯერა ჩვენ ამის? რა თქმა უნდა, არა“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ რუსეთი, კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობებს შეამცირებდა.