უკრაინის გენშტაბი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებებმა ჩერნობილის ზონაში შეიძლება ასობით მილიონი ევროპელის რადიაციული დაბინძურება გამოიწვიოს

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებებმა ჩერნობილის ზონაში შეიძლება ასობით მილიონი ევროპელის რადიაციული დაბინძურება გამოიწვიოს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებებმა ჩერნობილის ზონაში შეიძლება ასობით მილიონი ევროპელის რადიაციული დაბინძურება გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

„რუსეთის ფედერაცია და მისი მრავალი აგენტი საერთაშორისო ორგანიზაციებში უარყოფენ რუსული ჯარების მიერ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისა და დაგროვების ფაქტებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სარკოფაგის ობიექტთან ახლოს. რუსეთის საოკუპაციო ძალების საქმიანობამ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს საბრძოლო მასალის აფეთქება, სარკოფაგის დაზიანება და იმ ტერიტორიის რადიაციული დაბინძურება, სადაც ასობით მილიონი ევროპელი ცხოვრობს“, - ნათქვამია განცხადებაში.