რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ბორის ჯონსონის თქმით, აუცილებელია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერება, როგორც ეკონომიკური ზომების მიღებით, ისე სამხედრო დახმარების აღმოჩენით, რათა რუსეთმა სრულად შეცვალოს თავისი კურსი.