უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ამ საკითხზე ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ განხორციელდება ეს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო დაუკავშირდეს საზოგადოებას და მიიღოს დადებითი შედეგები იმისგან, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული უსაფრთხოების კონტური, რომელსაც უკრაინა მიიღებს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.