უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვოს ოლქებიდან გადის, ინფორმაციას ადასტურებს რუსული მხარეც

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვოს ოლქებიდან გადის, ინფორმაციას ადასტურებს რუსული მხარეც

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვოს ოლქებიდან გადის.

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ სერიოზული პრობლმები გაძლიერებისა და როტაციის კუთხით.

ამ ინფორმაციას ადასტურებს რუსული მხარეც. როგორც თურქეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რუსეთი რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვოს ოლქის მიმართულებით.