დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველას აქვს საკუთარი აზრი,- ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას არ შესწევს უნარი, ქვეყანაში რამე შეცვალოს.
„რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი იმაზე თუ ვინ რა თქვა. დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველას აქვს საკუთარი აზრი. იმედგაცრუებულებსა და გაბრაზებულებს თავად ჰკითხეთ აზრი, ისინი გაგცემენ პასუხს. ოპოზიცია ძალიან ძლიერია და ის ამ ხელისუფლებას კოალიციური მმართველობის ფორმით შეცვლის“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც თვითონ წარმოადგენს, არ აქვს უნარი, რამე შეცვალოს.