რომან აბრამოვიჩმა პუტინს ზელენსკისგან ხელნაწერი წერილი ჩაუტანა - რა ეწერა წერილში და როგორი იყო პუტინის პასუხი: The Times მოლაპარაკებების უცნობ დეტალებზე

რომან აბრამოვიჩმა პუტინს ზელენსკისგან ხელნაწერი წერილი ჩაუტანა - რა ეწერა წერილში და როგორი იყო პუტინის პასუხი: The Times მოლაპარაკებების უცნობ დეტალებზე

გა­სულ ოთხშა­ბათს, დი­ლით, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი Hawker 800XP სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რინ­და და აღ­მო­სავ­ლე­თით, შავი ზღვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თა. თვითმფრი­ნა­ვი რუ­სეთ­ში ჩაფ­რინ­და.

იმა­ვე სა­ღა­მოს, იგი­ვე თვითმფრი­ნა­ვი, მოს­კო­ვი­დან, ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან გაფ­რინ­და და სტამ­ბოლ­ში დაბ­რუნ­და. ბორტზე რუსი ოლი­გარ­ქი, რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში პუ­ტი­ნის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის როლს ას­რუ­ლებ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ The Times წერს და მო­ლა­პა­რა­კე­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მოს­კოვ­ში აბ­რა­მო­ვი­ჩი ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდა და მას ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ხელ­ნა­წე­რი წე­რი­ლი გა­დას­ცა, სა­დაც ის პი­რო­ბე­ბი ეწე­რა, რომ­ლებ­საც უკ­რა­ი­ნა ომის და­სას­რუ­ლებ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­და.

რო­გორც The Times წერს, პუ­ტი­ნის თავ­და­პირ­ვე­ლი პა­სუ­ხი იყო ცალ­სა­ხა - "უთხა­რი მას, რომ გა­ვა­ნად­გუ­რებ", - და­ა­ბა­რა მან აბ­რა­მო­ვიჩს ზე­ლენ­სკის­თან.
გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტამ­ბოლ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, აბ­რა­მო­ვი­ჩი და­უ­კავ­შირ­და უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოსს, რუს­ტემ უმე­როვს, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და. აბ­რა­მო­ვი­ჩი და უმე­რო­ვი ერ­თმა­ნეთს ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში შეხ­ვდნენ.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის პრესს­პი­კე­რი, იბ­რა­ჰიმ ტა­ლი­ნი ამ­ბობს, რომ მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში წინსვლაა. რო­გორც მან გა­მო­ცე­მა "ჰუ­რი­ეტ­თან“ ისა­უბ­რა, არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც მხა­რე­ებს შო­რის მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბია