დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით

რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით. ჩვენ გვახსოვს 2014 წლის უხერხული დარეგულირება, რომელმაც ვერ მისცა უკრაინას ხანგრძლივი უსაფრთხოება. პუტინი უბრალოდ დაბრუნდა, რათა მეტი მიეღო. ამიტომ ამ საშინელი აგრესიის შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ მისი გამარჯვება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.