ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სძულს თავისი ხალხი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი ყოველ მეორე მოქალაქეს, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, შეურაცხყოფას აყენებს.
„ფაქტობრივად, ყოველ მეორე ჩვენ მოქალაქეს, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, ეს პიროვნება, ხაბეიშვილი აყენებს შეურაცხყოფას. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ინდიკატორი, კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმისა, დაინახონ სინამდვილეში რომელ პოლიტიკურ ძალას რა სურვილები გააჩნია საკუთარი ერისა და ამომრჩევლის მიმართ“.