„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გიგა ბოკერიას მიერ იანუკოვიჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
„იანუკოვიჩის პოლიტიკა იყო სწორედ ის განცხადებები, რიტორიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, თუნდაც იგივე დასავლეთის მხრიდან. თუნდაც ის რევერანსები, რასაც იჩენს რუსეთის მიმართ. რაღაც მსგავსება ამაში არის, მაგრამ განსხვავება ის იქნება, რომ ჩვენ ამ ხელისუფლებას არჩევნებით გავუშვებთ“, - განაცხადა გოცირიძემ.
გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გააკეთა, დღეს შეფასებები მოჰყვა. ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის გზა ვიქტორ იანუკოვიჩამდე მიდის. „ქართულ ოცნებაში“ ბოკერიას დემაგოგი უწოდეს და თქვეს, რომ განცხადების მიზანი, ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.