ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში გამართული შეხვედრების შედეგმა არ დააყოვნა და ვნახეთ უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში გამართული შეხვედრების შედეგმა არ დააყოვნა და ვნახეთ უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში გამართული შეხვედრების შედეგმა არ დააყოვნა და ვნახეთ უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, კარგად ჩანს ტენდენცია, რომ საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები უკრაინის ხელისუფლებაში არიან.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ვიზიტი უკრაინაში, დელეგაციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე იყო. რადას დეპუტატებს და თუ არ ვცდები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მათ საკმაოდ მაღალ დონეზე გამართეს შეხვედრები და სამწუხაროდ, შედეგმაც არ დააყოვნა და ვნახეთ უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომელიც ზუსტად ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ გაკეთდა. კარგად ჩანს თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ვიზიტი. ლოგიკურია არსებობს კავშირი ვიზიტის მიზნებსა და ამ განცხადებებს შორის. ჩანს კონკრეტული კოორდინაცია. არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, უკრაინის ხელისუფლებაში იმყოფებიან, მათ შორის სააკაშვილი, რომელიც არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. ამავდროულად არის უკრაინის ხელისუფლების წევრი, კერძოდ, რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ დანიშვნის შემდეგ ის ქურდულად შემოიპარა საქართველოში და დღეს დამსახურებულ სასჯელს იხდის. ბუნებრივია, ასეთ დროის იქმნება უხერხულობები, რაც გამოხატულია განცხადებებში და ეს ყოველივე ჩვენთვის დასანანია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.