დავით მაღრაძე: დღეს არ არის საუკეთესო დრო უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების უსაფუძვლო და უსამართლო განცხადებებზე პასუხისთვის

დავით მაღრაძე: დღეს არ არის საუკეთესო დრო უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების უსაფუძვლო და უსამართლო განცხადებებზე პასუხისთვის

დღეს არ არის საუკეთესო დრო უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების უსაფუძვლო და უსამართლო განცხადებებზე პასუხისთვის, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ბატონი დანილოვის განცხადება გასცდა ნორმალური აღქმის ჩარჩოებს. უკრაინაშიც და საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს განცდა არ აქვთ. ასე ჩანს, რადგან მოსახლეობისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ვერ ვხედავ. ესენი არიან პროექტის ხალხი. არსებობს ასეთი შეთავაზებები, ვიღაც აჰყვება, ვიღაც არ აჰყვება. არიან ადამიანები, რომლების ანგარების, ამბიციის, პატივმოყვარეობისა და უთავმოყვარეობის გამო ხშირად ერთ პროექტში იყრიან თავს. ისინი კარგავენ სამშობლოს. უსამშობლო და უნაციო ხალხი, რომლეიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა: „დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დაკავებული რომ იყვნენ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა“.