ნიკოლოზ სამხარაძე: ირმა ინაშვილის თანაპარტიელი იყო ნატო ჩხეიძეც, რომელიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით არის გასული პარლამენტში. ვინ ვისი სატელიტია,ძალიან კარგად ჩანს

ნიკოლოზ სამხარაძე: ირმა ინაშვილის თანაპარტიელი იყო ნატო ჩხეიძეც, რომელიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით არის გასული პარლამენტში. ვინ ვისი სატელიტია,ძალიან კარგად ჩანს

ნიკოლოზ სამხარაძე იხსენებს, რომ კითხვები საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტის შესახებ მას პირველებმა ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტებმა დაუსვეს. ამ თემაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა. დეპუტატი გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის“ წევრების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წერილი, რომელიც მათ მოსკოვში ვლადიმერ პუტინის სახელზე გაგზავნეს, „ქართული ოცნების“ მიერ იყო მხარდაჭერილი.

„სრული სისულელეა იმაზე საუბარი, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ როგორმე შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ სატელიტი. რაც შეეხება მათ პოზიციას, ის პირველად არ მოგვისმენია და რაც ირმა ინაშვილი პოლიტიკაშია, მგონი სულ ამას ახმოვანებს. სხვათა შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირმა ინაშვილის თანაპარტიელი იყო ნატო ჩხეიძეც, რომელიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით არის გასული პარლამენტში. ვინ ვისი სატელიტია, აი აქ ჩანს ძალიან კარგად. ამიტომ იაფფასიან სპეკულაციებზე კომენტარების გაკეთება არ ღირს“, - აცხადებს სამხარაძე.

„პატრიოტთა ალიანსმა“ კრემლში პუტინის სახელზე წერილი თებერვლის ბოლოს გაგზავნა.