ამირან სალუქვაძე: მეორე ფრონტის არსი არ ესმით, რა არის?! მეორე ფრონტის გახსნა არ ითვალისწინებდა ომს, ნგრევას, მსხვერპლს?!

ამირან სალუქვაძე: მეორე ფრონტის არსი არ ესმით, რა არის?! მეორე ფრონტის გახსნა არ ითვალისწინებდა ომს, ნგრევას, მსხვერპლს?!

მეორე ფრონტის არსი არ ესმით, რა არის?! მეორე ფრონტის გახსნა არ ითვალისწინებდა ომს, ნგრევას, მსხვერპლს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „იმედის კვირას განუცხადა.

იგი საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„დანილოვმა თქვა ის, რასაც ამბობს ბევრი ამ ხნის განმავლობაში - მეორე ფრონტის გახსნისკენ ხომ ძალიან ბევრმა მოგვიწოდა. მათ შორის ოპოზიცია გვამუნათებდა, მეც და სხვებსაც, რომლებიც ომის თავიდან აცილების მომხრეა, ამ დრომდე კრიტიკის ობიექტი იყო. ნიკა გვარამიამ გააკრიტიკა დანილოვი. ამ დროს აკრიტიკებდნენ იმ ხალხს, რომლებიც ომის თავიდან აცილებას ცდილობდნენ. ჩამოყალიბდნენ! ანუ, რასთან გვაქვს საქმე. მეორე ფრონტის არსი არ ესმით, რა არის?! მეორე ფრონტის გახსნა არ ითვალისწინებდა ომს, ნგრევას, მსხვერპლს მოსახლეობისა და ჩვენი ჯარისკაცების? რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები“, განაცხადა სალუქვაძემ.