თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი: მსოფლიოს არ შეუძლია მოსკოვთან „ხიდების დაწვა“

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი: მსოფლიოს არ შეუძლია მოსკოვთან „ხიდების დაწვა“

„თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა კვლავ უნდა ისაუბრონ რუსეთთან, რათა დაეხმარონ უკრაინაში ომის დასრულებას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა და დასძინა, რომ კიევს მეტი მხარდაჭერა სჭირდება თავის დასაცავად.

„თუკი ყველა დაწვავს ხიდს რუსეთთან, მაშინ, საბოლოოდ, ვინღა აწარმოებს მათთან მოლაპარაკებებს? უკრაინელებს ყველა შესაძლო საშუალებით სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა... მაგრამ რუსეთის მოსაზრებებიც, ასე თუ ისე, უნდა იყოს მოსმენილი“, - განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.

ცოტა ხნის წინ, თურქეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა მზადაა, სანქცირებული რუსი ოლიგარქები ქვეყანაში მიიღოს, თუ მათი საქმიანობა საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაარღვევს.