ფეისბუქმომხმარებელი გივი არახამია სოციალურ ქსელში წერს:
"უკრაინასთან დაკავშირებით ხშირადაა გამოყენებული სიტყვა მეგობრობა, როგორც რაღაც მოქმედების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მასის აზრზე არც ისე კარგი წარმოდგენისა გახლავართ, მაინც დავეჭვდი. არ ვთვლი, რომ ეს საგანი, საერთაშორისო პოლიტიკა მესმის და თუ ვცდები სიამოვნებით გავიზიარებ არგუმენტებს აწ უკვე გეოპოლიტიკოსებად გადაკვალიფიცირებული კარტოგრაფ-ვირუსოლოგების უზარმაზარი არმიისგან.
მშვიდობიან პერიოდშიც კი, საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებიბს მეგობრობა იმ გაგებით, რომლითაც ადამიანები პირად ურთიერთობებში ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად "აბა მეგობარი უნდა გაწირო?"-ზე დაყრდნობილი ყველა მოქმედება ომის პირობებში, მით უფრო როცა თუნდაც 0.00....01% იანი შანსთ სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხე არსებობს - არის სრული სიბრიყვე (ან მიზანმიმართული ბოროტება), ასეთი რამე ისტორიაში არ გვაქვს. ნებისმიერი ისეთის "რაც ჩვენი არაა" გაწირვა მისაღებია ამ შემთხვევაში. მით უფრო, რომ არანაირ გაწირვაზე არ შეიძლება ჩვენზე საუბარი, შესაძლებლობის მაქსიმუმით ეხმარება საქართველო უკრაინას.
ელემენტარულად, საინფორმაციო ლიბრიდან მცირე გასაჭყეტი მაინც თუ შერჩა ადამიანს, დაინახავს რომ ქვეყნების სრული 100% ასე იქცევა. ყველა მხოლოდ და მხოლოდ თავისი ინტერესებიდან ამოდის აბსოლუტურად ყველა ქმედებაში.
მაინტერესებს, რაიმე საწინააღმდეგო ფაქტის მოყვანა თუ შეუძლია ვინმეს.
PS. თუ რაიმე ქმედებისთვის ემოციური წინაპირობა გვჭირდება "უკრაინა კეთილი მეგობარია"-ზე გაცილებით პრაქტიკულ და სასარგებლო ამოსავლად, "რუსეთი სახიფათო მტერია" სჯობს.
PPS. ეს დავწერე და ახლა ვნახე დანილოვის მოწოდება მეორე ფრონტის გახსნაზე ჩვენსკენ თითის გაშვერით. ამან სრულად შემიცვალა აზრი, ეს ადამიანი არანაირად არაა "საქართველოს მეგობარი" ამიტომ ერთი მაგას და მერე მის აქაურ თანამოაზრეებს (ბეჩავ ზომბებს აქ არ მივათვლი) გათხაროს არაფორმალური მმართველის ზებრაზე ამხედრებულმა არმაგედონის ზანგმა!
(ამ ბოლო გამოთქმაზე პატენტი ნაყიდი მაქვს)"