სანდრო რაქვიაშვილი: მოწოდება, რომ თქვენი ჯარისკაცები თუ მშვიდობიანი მოსახლეობა გაწირეთ, რომ ჩვენ უფრო გაგვიმარტივდეს ომი, მე მგონი ცოტა ამორალურია

სანდრო რაქვიაშვილი: მოწოდება, რომ თქვენი ჯარისკაცები თუ მშვიდობიანი მოსახლეობა გაწირეთ, რომ ჩვენ უფრო გაგვიმარტივდეს ომი, მე მგონი ცოტა ამორალურია

პარტია „გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის თაობაზე, მიუღებელს და ამორალურს უწოდებს.

მისი თქმით, ნებისმიერი სახით ომის დაწყება, საქართველოს მხრიდან შეცდომა იქნებოდა.

„ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელი განცხადებაა. ჩვენ აფხაზებთან ომი არ უნდა დავიწყოთ მაშინაც კი, როცა დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიებია სამაჩაბლო და აფხაზეთი და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ ხალხთან. ნებისმიერი სახით ომის დაწყება, ჩვენი მხრიდან იქნებოდა შეცდომა. მითუმეტეს მოწოდება, რომ თქვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა გაწირეთ, რომ ჩვენ უფრო გაგვიმარტივდეს ომი, - მიუხედავად ყველაფრისა, რომ გასაგებია, რომ უკრაინელები ჩვენც გვიცავენ და მიდიან სწორ მხარეს და სწორი მიზნებისთვის, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მგონი ცოტა ამორალურიც არის“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

Ninja დიახაც, ამორალურია დანილოვის განცხადება
3 წლის უკან
amo ხვიჩიაც მაგ აზრისაა? თუ დამოუკიდებლად მიხვედით მაგ აზრამდე.
3 წლის უკან
amo ნაცმოძრაობა?
3 წლის უკან