სანავთობო ბაზრებზე კატასტროფული ვითარებაა. მას შემდეგ, რაც ამერიკამ რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა, ფასი ერთბაშად გაიზარდა და 2008 წლის მაქსიმუმს მიუახლოვდა. ეს ნიშნავს, რომ საწვავის ღირებულება წარმოუდგენელ მაჩვენებელს მიაღწევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა, რომ რუსეთზე სანავთობო ემბარგო შემოიღო. როგორც ჩანს, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკური შეტევა ბოლო ფაზაში შედის.
„ამერიკამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას და ჩვენ არ განვახორციელებთ ამ ქვეყანაში მიმდინარე ომის სუბსიდირებას. გასაგებია, რომ ევროკავშირი, ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ვერ ახერხებს ჩვენთან შემოერთებას. აშშ უფრო მეტ ნავთობს აწარმოებს, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყანა ერთად აღებული, ამიტომ ჩვენ შეგვძლია ამ ნაბიჯის გადადგმა მაშინ, როდესაც სხვები ამას ვერ ახერხებენ.
ვმუშაობთ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. დღეს ვართ ერთიანები ჩვენს გადაწყვეტილებაში, რომ გავაძლიეროთ წნეხი პუტინზე და უფრო მეტი ტკივილი მივაყენოთ მას.
მე დასაწყისიდანვე განვაცხადე, რომ ამერიკელ ხალხთან გულახდილი ვიქნებოდი. თავისთავად, ეს ჩვენთვისაც დიდი ზარალის მომტანი იქნება, მაგრამ როგორც რეპუბლიკელებს, ისე დემოკრატებს ესმით ჩემი შეხედულება. ერთიანი ვართ ამ გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტის გადაწვეტილებას მხარს უჭერენ სენატორები. ერთ-ერთი მათგანი კრის კუნსი ადასტურებს ინფორმაციას, რომ გლობალურ ბაზრებზე დიდი ცვლილებები იქნება მოსალოდნელი.
„საწვავის ფასები მთელ პლანეტაზე გაიზრდება, მაგრამ „ეს არის თავისუფლების ფასი“, - განაცხადა სენატომა კუნსმა „სიენენთან“ ინტერვიუში.
საბოლოო ჯამში, აკრძალვა შეეხება რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, გათხევადებულ ბუნებრივ აირს და რუსულ ნახშირს. 2021 წელს რუსული ნედლი ნავთობი აშშ-ის იმპორტის 8%-ს შეადგენდა. აშშ-სთან შედარებით ბევრად მაღალია რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება ევროკავშირში, რომლის ნავთობიმპორტის ერთი მესამედი სწორედ რუსეთზე მოდის. ევროკავშირი რუსეთიდან ყოველდღიურად 4 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს იღებს.
ემბარგოს კვალდაკვალ საწვავის ფასი არანორმალურად გაიზარდა. 1 ბარელი ნავთობის ღირებულება უკვე მიუახლოვდა 2008 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (147 დოლარი).
ფასები საწვავზე იზრდება საქართველოშიც. ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს, რომ ნავთობზე ფასები მიმდინარე ეტაპზე ისტორიულად მაღალ მაჩვენებელზეა, ამის პარალელურად გაზრდილია საერთაშორისო ფასები ბენზინსა და დიზელზე.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია ტონაზე თითქმის 400 დოლარით, ეს არის 50%-იანი ზრდა. ბენზინის საწვავის შემთხვევაში ერთ ტონაზე ფასი გაზრდილია 255 დოლარით, ეს არის 30%-იანი მატება, ანუ ეს არის კატასტროფულად გაზრდილი ფასები.
ისტორიაში არასდროს ყოფილა დროის ასეთ მცირე ინტერვალში ასეთი მასშტაბური ზრდა. მეორე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორი, რაც საწვავის ფასზე პირდაპირ მოქმედებს, ეს არის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით. ვხედავთ, რომ იგივე პერიოდში ლარი დოლართან მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რომელიც კიდევ დამატებითი უარყოფითი ფაქტორია საწვავის ფასთან დაკავშირებით.
ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ სადგურებს უწევთ ფასების მატება. მსგავსი ვითარებაა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მოლოდინიც არ გვაქვს ოპტიმისტური, ფასების ზრდა გაგრძელდება, თუმცა სადამდე, ამას ვერავინ იტყვის. პროგნოზი არ არის დამაიმედებელი“, - განაცხადა მთვრალაშვილი.
ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება უკვე უახლოვდება 3,50-ლარიან ნიშნულს. საკმაოდ გაიზარდა საწვავის ფასი მცირე ავტოგასამართ სადგურებზე.
„სამწუხაროდ, არანაირი დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება საწვავის ფასთან დაკავშირებით არ შეიძლება. ჯერჯერობით, არ ჩანს ამ პროცესის დასასრული. ყველაფერი დამოკიდებულია ომის ხანგრძლივობაზე და რამდენად შეიზღუდება ნავთობის ექსპორტი რუსეთიდან. ეს არის საფასური, რასაც ომის გამო ვიხდით“, - განაცხადა „ბიემთან“ მთვრალაშვილმა.
რუსეთი საწვავის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია საქართველოსთვისაც. 2021 წლის მდგომარეობით, თურქმენეთის შემდეგ საქართველომ მთლიანი იმპორტის 19,3% სწორედ რუსეთისგან შეიძინა.
თან პლიუს აფერისტობენ--ყველას არ უნდა თავისთავზე გაჭირვება გამოსცადონ
იმათ რუსების ფსიქოლოგია არ იციან----ბოლო ბოლო ლენინგრადის ბლოკადა გამოვლილი ხალხია
პატარძალს ვირის.........აშინებდნენო---შეაშინეს რაღა რუსები სანქციებით -
---რუსებს ბლოკადით შეაშინებეეეენ? მით უმეტეს თან ეხლა ზაფხულიც მოდის...
თვითონ ინერვიულონ, თვითონ ...
თუ არადა ............. თუ ბიჭები არიან დაჰკრან ამ პუტინს და ბარემ ყველა ოპტომ დავისვენებთ ...