მიხეილ სააკაშვილის საათების მიმართ სიყვარულზე არაერთხელ მოგვიყოლია. ისიც გვიამბია, თუ როგორ ჩუქნის რჩეულ ქალბატონებს თავისივე საყვარელ აქსესუარს.
ამჯერად კიდევ ერთ დასაჩუქრებულ და პრეზიდენტთან დაახლოებულ მშვენიერ ქალბატონს, სოფო აბულაძეს გაგაცნობთ. სოფო კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს. როგორც შევიტყვეთ, ისევე, როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე არაერთი მომხიბვლელი ქალბატონი, თურმე ისიც პრეზიდენტისგან სასიამოვნო პრივილეგიებით სარგებლობს.
ფართო საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. ერთ-ერთ კლუბში ისინი ერთ მაგიდასთან სხვა ცნობილ და არცთუ ცნობილ სახეებთან ერთად ისხდნენ. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სოფო აბულაძე პრეზიდენტს რამდენჯერმე ოფიციალური ვიზიტის დროსაც ახლდა. გარდა ამისა, სააკაშვილის პირადი ვერტმფრენითაც სარგებლობდა და მასში ფოტოც აქვს გადაღებული.
ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტის პირადი ძვირად ღირებული და კომფორტული ვერტმფრენით, სააკაშვილის ნებართვით, როდესაც თავად არ ეცალა, ხშირად სარგებლობდნენ სხვა ცნობილი სახეები. მიშას ბრძანებით, ეკიპაჟი მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასეირნებდა და სიღნაღს, ბათუმსა და სხვა ქალაქებს ათვალიერებინებდა.
როგორც გავიგეთ, სააკაშვილი სოფოს, ისევე როგორც სხვა მომხიბვლელ „დივებს“, საჩუქრებითაც ხიბლავდა. მას მილანიდან ერთ-ერთი ახალგაზრდული ბრენდის მაჯის საათი ჩამოუტანა, რომელსაც სოფო დღესაც ამაყად ატარებს და სპეციალურად ფოტოც გადაიღო, რომელზეც საათი აქცენტირებულად ჩანს. ზუსტად ისეთივე საათები ჩამოურიგა სააკაშვილმა სხვა მეგობარ გოგონებსაც.
როგორც ჩანს, პრეზიდენტს დრო არ ჰყოფნის, განსხვავებული საჩუქრების შესარჩევად, ერთდროულად იძენს ერთსა და იმავე მოწონებულ აქსესუარებს და შემდეგ არიგებს. სოფომაც და პრეზიდენტის კიდევ ერთმა მეგობარმა გოგონამ ჩვენს წყაროსთან საათის წარმომავლობა ამაყად დაადასტურა. აღნიშნული ბრენდის საათებს ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს და მას ნაომი კემპბელიც უკეთებს რეკლამას. „თოი ვოჩის“ საათი ამშვენებს აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას მაჯასაც.
სოფო აბულაძის „ფეისბუქის“ მეგობრებში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, პარლამენტარი გიორგი ვაშაძე, პარლამენტარი დავით საყვარელიძე, ყოფილი მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონში დამარცხებული მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა დავითაია, ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, გიორგი ასანიძე, აჭარის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე და ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ყოფილი მთავრობა ფიგურირებს. სოფოს მოწონებულ გვერდებს შორისაა „მიშა ჩემი პრეზიდენტია“ და „პრეზიდენტის გუნდი და მეგობრები“.
სოფო აბულაძეს სააკაშვილთან ასევე დაახლოებული მომღერალი ნინა წკრიალაშვილი „ფეისბუქში“ ერთ-ერთ ფოტოზე 2012 წლის 13 დეკემბერს უწერს:
ნინა – ნეტა ეს დრო იყოს ((((((
სოფო – (სიცილი) რამდენი მიზეზი გვქონია ბედნიერებისთვის...
ნინა – აუ აბააა (((( ეს ხო ლიტვის გზაა?? (((((((
სოფო – კი, ვილნიუსიდან ვბრუნდებოდით... (სიცილი)
ნინა - ((((((((( )))))