ომის დამწყები რუსები ცდილობენ საქართველოში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონება იყიდონ

ომის დამწყები რუსები ცდილობენ საქართველოში რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონება იყიდონ

უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საეჭვო აქტიურობა შეინიშნება. აშკარად გაიზარდა ინტერესი რუსეთიდან და ბელორუსიდან. მათი მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას აქტიურად ცდილობენ. ეს კი ნათლად მიანიშნებს გარკვეულ საფრთხეზე.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარის ოთარ კაჭკაჭაშვილის აზრით, საქართველოს კერძო სექტორის სხვადასხვა სფეროებიც დადგება გამოწვევის წინაშე და მათ შორის, ვერც უძრავი ქონების სექტორი, თუ ფიზიკური პირები იქნებიან გამონაკლისი. საქმე ისაა, რომ ასოციაციის წევრ კომპანიებში გაიზარდა მომართვიანობა რუსეთის ფედერაციის და ბელორუსიის სახელმწოფოს მოქალაქეების, თუ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან, რომლებიც მაღალ დაინტერესებას გამოთქვამენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის და გრძელვადიანი საიჯარო ხელშეეკრულებების გაფორმების თაობაზე.

„საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია მოუწოდებს წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინიონ საქმიანობისას და არ დაუშვან, რომ უნებლიედ გახდნენ ისეთი გარიგებების მონაწილეები, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ შიდა, საერთაშორისო კანონმდებლობასა თუ სართაშორისო შეთანხმებებს. აქვე გასათვალისწინებელია ის პათოსი, რაც მსოფლიოში სუფევს! მოგიწოდებთ საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ვიდრე გავხდებით ამა თუ იმ გარიგების ან მოლაპარაკების პროცესის მონაწილე, იურიდიული კონსულტაცია გაიაროთ იურიდიული სერვისის გამწევ სუბიექტებთან“, - განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

ამ მიმართულებით ვითარება მართლაც საყურადღებოა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რუსული კომპანიებისა და მოქალაქეების მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება დიდია და მოსალოდნელია, ინტერესის კიდევ უფრო გაზრდა. „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი მიიჩნევს, რომ ამას სახელმწიფო მომზადებული უნდა დახვდეს.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვართ, მისი მოქალაქეები არ უნდა ყიდულობდნენ ჩვენთან უძრავ ქონებას. ჩვენი კომპანიისთვის ეს ახალი არ არის. უკვე 8 წელია ბაზარზე ვართ და არც ერთი რუსეთის მოქალაქისთვის ქონება არ მიგვიყიდია, თუმცა ეს ჩვენი ნაბაყოფლობითი გადაწყვეტილება და არჩევანია. თუ ეს არ დარეგულირდება სახელმწიფო დონეზე, ცალკეული პირების სამოქალაქო პასუხისმგებლობის საგანი არ უნდა იყოს. დღეს ვხედავთ უკრაინაში მცხოვრებ დივერსანტებს, რომლებიც ეხმარებიან ომში რუსეთს.

როცა საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და სახელმწიფო უსაფრთხოებას, ეკონომიკური პერსპექტივების გარჩევა უბრალოდ ამორალურია. გარდა ამისა, თუ საუბარია ეროვნულ დისკრიმინაციაზე, ასე არ არის. არავინ ეთნიკურად რუსებს არ ეწინააღმდეგება. ჩვენ მიგვიყიდია მათთვის ქონება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან“, - განაცხადა მარიამ ასათიანმა „საქმის კურსის“ ეთერში.

იგი ადასტურებს, რომ დღეს დიდი დაინტერესება რუსეთის მოქალაქეებისგან გუდაურში, ბათუმსა და თბილისში და ეს წლებია გრძელდება. 2008 წლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებზე ქონების გაყიდვა აკრძალული არ ყოფილა, თუმცა ასათიანის აზრით, ეს აუცილებელია.

არაგველი641 სასწრაფოდ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი მთავრობამ, ეგ კი არა და როგორ შეიძლება იმ ქონების დაბრუნება, რაც უკვე ნაყიდი აქვს რუსებს, ამაზეა ფიქრი საჭირო.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არაგველი641, ლგბტ ევროპელებს, დემოკრატ არაბებს, აზერებს, თურქებს რაც აქვთ ნაყიდი იმაზე რას იტყვი, როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა?
2 წლის უკან
Maverick მეგობრებო, დადგა დრო, რომ ეკონომიკის დამამუხრუჭებელ სამოქალაქო და პარტიულ მაგნატებს, იგივე ოლიგარქებს, შეეკვეცოთ მადა უცხოეთიდან ისეთი პროდუქციის (უფრო სწორად დაბალხარისხიანი და ფასიანი ნაგავის) შემოტანის, რისი წარმოებაც საქართველოს შეუძლია ადგილზე აწარმოოს; მასზე ხელისუფლებამ მკაცრი კონტროლი დააწესოს, ხოლო ადგილობრივი სოფლის მეურნეობის, ფერმერობის აღორძინების მიზნით შეუმსუბუქოს გადასახადები მწარმოებლებს, უკიდურეს შემთხვევაში იმპორტიორების გადასახელი გაუთანაბრდეს ადგილობრივი მწარმოებლების გადასახდელებს, რითაც შესაძლოა იმპორტიორების ლობისტ პარტიულ ოლიგარქების, ეკონომიკის, მცირე ბიზნესის მუხრუჭების აშვება და სრულყოფილად ამოქმედება...
2 წლის უკან
Maverick ჩოპრა, მაგათაც მოევლებათ, ნაგავს და იაფს ძვირად რომ ვეღარ გაასაღებენ ჩვენთან, ან წავლენ, ან ჩვენ სასარგებლოდ იმუშავებენ!
2 წლის უკან