უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა დღეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გამართეს, რომლის ძირითადი მიზანი უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა იყო. მხარეებმა რიგი პრიორიტეტული თემები განსაზღვრეს, რომლებთან დაკავშირებითაც გარკვეული გადაწყვეტილებები შეინიშნება“, - აღნიშნა მიხეილ პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ახლა ორივე ქვეყნის დელეგაციები თავიანთ დედაქალაქებში კონსულტაციებისთვის მიემგზავრებიან, რათა ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის შესაძლებლობა მიიღონ.

მხარეებმა ასევე განიხილეს უახლოეს დროში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შესაძლებლობა.