სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, ნუ გვექნება ილუზია, რომ დამოკიდებულებას შეცვლიან და აღარ დავჭირდებით მეორე ფრონტისათვის. არც მოდუნების და არც, დასვენების უფლება გვაქვს. არ არსებობს ნახევრად მიღწეული მშვიდობა და სტაბილურობა. ახლა, როცა გეოპოლიტიკური გადალაგების აქტიური პროცესია, მაქსიმალური სიფხიზლე გვმართებს. საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე.
ქადაგიძის თქმით, დღევანდელობაში საქართველო ერთადერთი მშვიდობის კუნძულია და ბინძური პროპაგანდით ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობენ რათა მოხდეს ქვეყნის ომში ჩართვა.
„სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება, ნუ გვექნება ილუზია, რომ დამოკიდებულებას შეცვლიან და აღარ დავჭირდებით მეორე ფრონტისათვის.
არც მოდუნების და არც, დასვენების უფლება გვაქვს. არ არსებობს ნახევრად მიღწეული მშვიდობა და სტაბილურობა.
ახლა, როცა გეოპოლიტიკური გადალაგების აქტიური პროცესია, მაქსიმალური სიფხიზლე გვმართებს.
საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი - მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი.
არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა! უნდა ვიფიქროთ დღეს, აქ და ამ დროს!
დღეს, რეგიონი აფეთქებულია, საქართველოა ერთადერთი მშვიდობის კუნძული;
აქ, გარე და შიდა მტერი რესურსს არ იშურებს ასარევად, თუმცა ქართველი ხალხის ნება ურყევია - მშვიდობა;
ამ დროს, მცდელობაა, ბინძური პროპაგანდით მოაწყონ დესტაბილიზაცია, მაგრამ საქართველო მკაცრად ინარჩუნებს სტატუს-კვოს!
მოკლედ, მშვიდობა ბოლომდეა შესანარჩუნებელი, თორემ უკან მოგვრჩება ვიზაც და დეიდა ურსულას ფოჩიანი კანფეტებიც!“- წერს ქადაგიძე.