ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, სადაც მან ევროპელ ბიუროკრატთა მიზნებზე ისაუბრა.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, დღეს პრემიერმა კიდევ ერთხელ უთხრა საღად მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას, რომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, ვინაიდან ომის საფრთხე არსად არ გამქრალა. ის ჩვენს ზურგს უკანაა და ბოროტმა ძალებმა წუთებში შეიძლება მასში გაახვიონ საქართველო.
მისი თქმით, ამის დასტურია "დიფ სტეიტის" მიერ ევროკავშირის ბიუროკრატიის მიერ სრული დატვირთვით ამუშავება, რაშიც მთავარი როლი უნდა შეასრულოს ბრიუსელისაგან ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შესახებ შანტაჟმა.
„დღეს პრემიერმა კიდევ ერთხელ უთხრა საღად მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას, რომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, ვინაიდან ომის საფრთხე არსად არ გამქრალა. ის ჩვენს ზურგს უკანაა და ბოროტმა ძალებმა წუთებში შეიძლება მასში გაახვიონ საქართველო.
ამის დასტურია "დიფ სტეიტის" მიერ ევროკავშირის ბიუროკრატიის მიერ სრული დატვირთვით ამუშავება, რაშიც მთავარი როლი უნდა შეასრულოს ბრიუსელისაგან ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის შესახებ შანტაჟმა.
ამისათვის კი წამოყენებულია ქვეყნისათვის დამამცირებელი ულტიმატუმები:
1. მათივე აგენტების საქართველოში დაუსჯელად მოქმედებები;
2. ლგბტ აღვირახსნილი პროპაგანდა სკოლაში და სკოლამდელ დაწესებულებებში.
თუ ამ მოთხოვნებზე დათანხმდება ხელისუფლება და ხალხი, მაშინ არ გვიწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას. ე. ი. გამოდის, რომ ქვეყნის მუდმივი რყევების, ომში ჩაბმისა და ღირსების დათმობის ხარჯზე არ წაგვართმევენ სამადლობელი გადმოგდებულ ფოჩიან კამფეტს.
ამიტომ ისმის კითხვა:
ნეტავ ვის უღირს ევროპებში მუშაობის, მოგზაურობის, დასვენების ხარჯზე, გიგაურების, ლომჯარიების, ბოკუჩავების, გუბაზების...გამდიდრების და უცხოეთში უზრუნველად ცხოვრების სანაცვლოდ. საკუთარი შვილების, მომავლის ძალად თავს მოხვეულ ომშები ჩახოცვა და საქართველოს საბოლოოდ განადგურება?“ - წერს გვენეტაძე.