გარდა იმისა, რომ ზურგის ტკივილს იწვევს მჯდომარე ცხოვრების წესი, გარკვეული პროფესიები ან უეცარი ტრავმა, არსებობს მისი გამომწვევი ბევრად რთული მიზეზები. მათ შორის არის:
● ხერხემლის პათოლოგიები;
● ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
● სპონდილოზი;
● რადიკულოპათია;
● კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება და სხვ.
ხშირად ზურგის ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამას შეიძლება მრავალი განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად, ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება. ზურგის ტკივილი მარჯვენა მხარეს ან მარცხენა ნაწილში შესაძლებელია შინაგანი ორგანოების პათოლოგიებით იყოს გამოწვეული - ფილტვის, გულის ან თირკმლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები ზურგის არეში გადაეცემა. ამ დისკომფორტის უკან ხშირად ზურგის კუნთის “გაციებაც” შეიძლება იდგეს. ზურგის ტკივილს ადამიანებს საგრძნობლად უმსუბუქებს ორთოპედიული ქამრების გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად არის შესაძლებელი. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.
● წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები ზურგის არეში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
● ჰიპერექსტენზიის კორსეტი - კომპრესიული მოტეხილობების დროს ახდენს ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას საგიტალურ სიბრტყეში. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან.
ამ პროდუქტებს მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. გარდა ამისა, ზურგის ტკივილის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, მცირე ფიზიკური აქტივობა, ცურვა, ფეხით სეირნობა და ვარჯიში.