როდის უნდა გამოვიყენოთ კომპრესიული წინდები? 

როდის უნდა გამოვიყენოთ კომპრესიული წინდები? 

ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას, ფეხის აწევის შემთხვევაში, მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დროს, კიდევ უფრო მატულობს. მკურნალობის კუთხით რამდენიმე მეთოდია ყველაზე გავრცელებული: ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია, მედიკამენტების გამოყენება და კომპრესიული თერაპია. ვარიკოზის მოვლა სახლის პირობებში პაციენტებისთვის ყველაზე მარტივია კომპრესიული წინდებით. ეს პროდუქტი იდეალურია მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. ელასტიური წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევასა და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კომპრესიული წინდები :

●    ხელს უწყობს კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას;

●    ხსნის შეშუპებას;

●    ხსნის დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში.
განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

●    ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. 

●    ანტივარიკოზული გეტრი - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

●    ანტიემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
კომპრესიულ წინდებს ვარიკოზის დროს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები.