სოზარ სუბარი იაგო ხვიჩიას:  თავიდან ბოლომდე არაკაცი და არაკაცების პარტია ხართ - იუნკრების საფლავი შენთვის რომ რამეს ნიშნავდეს, დეზერტირობას მხარს არ დაუჭერდი

სოზარ სუბარი იაგო ხვიჩიას: თავიდან ბოლომდე არაკაცი და არაკაცების პარტია ხართ - იუნკრების საფლავი შენთვის რომ რამეს ნიშნავდეს, დეზერტირობას მხარს არ დაუჭერდი

თავიდან ბოლომდე არაკაცი და არაკაცების პარტია ხართ - იუნკრების საფლავი შენთვის რომ რამეს ნიშნავდეს, დეზერტირობას მხარს არ დაუჭერდი, - ასეთი იყო “ქართული ოცნების“ დეპუტატის სოზარ სუბარის პასუხი იაგო ხვიჩიას მიმართ.

ბიუროს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რაც უკრაინის თემაზე ხვიჩიას კრიტიკულ განცხადებას მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ხვიჩიას განცხადება შეურაცხყოფად მიიღეს.

„სწორედ შენი პრეზიდენტი იყო, რომ ხოხავდა. ამიტომაც არის იქ გამოკეტილი“, - მიმართა სუბარმა იაგო ხვიჩიას.

მანამდე იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „პოზიცია, რაც „ქართულ ოცნებას“ მისი პრემიერ - მინისტრის სახით უჭირავს, ძალიან საშიშია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ბრძოლას რუსეთი არ იგებს".

„როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი ბრძოლას აგებს და ასეთ დროს ჩვენ ვიძახით, რომ სანქციები არ მუშაობს, უკრაინა მარტოა და ასე შემდეგ, გამოდის რომ არასწორ მხარეს ვგულშემატკივრობთ. არასწორ მხარეს გულშემატკივრობა ძალიან საშიშია. დააფიქსირეთ ვის გულშემატკივრობთ! არ იცით, ახლა რა სამარცხვინო პოზიციით მოძრაობთ?! მორალში ხართ გადანგრეული - ხართ წაგებული რუსების მხარეს!“ - ამ განცხადებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობის წევრებს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.