ირაკლი კობახიძე: მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს საზოგადოებაში ქალთა ინტერესების უკეთ რეალიზებას, ქალთა უფლებების უკეთ დაცვას

ირაკლი კობახიძე: მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს საზოგადოებაში ქალთა ინტერესების უკეთ რეალიზებას, ქალთა უფლებების უკეთ დაცვას

დღეს დავასრულეთ საორგანიზაციო შეხვედრები რეგიონებში, რაც ემსახურება ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ინიციატივა ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი პარტიისთვის, რომელიც ხელს შეუყწობს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, მათ კარიერულ წინსვლას და ზოგადად, მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ინტერესების უკეთ რეალიზებას ჩვენ საზოგადოებაში, ქალთა უფლებების უკეთ დაცვას და შესაბმისად ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება წარმატებული ინიციატივა.

გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით ჩვენ ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება. მაშინ ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა დღეს ყველა ხედავს, რომ ამ ინიციატივამ უკვე ხელშესახები, ძალიან დადებითი შედეგები გამოიღო. პარლამენტში ქალების რაოდენობა გაზრდილია, რაც პარლამენტის უკეთ მუშაობას უწყობს ხელს, ახალი ინიციატივების წარმოჩენას პარლამენტში და ასევე, განსაკუთრებით საკრებულოების დონეზე ორნახევარჯერ არის გაზრდილი ქალების წარმომადგენლობა. ეს არის ხელშესახები შედეგი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო მეტად იხვეწება ის მუშაობა, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში სხვადასხვა დონეზე წარიმართება. ეს იყო ჩვენი ამოცანა, როცა კვოტების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას ვიღებდით და საბოლოო ჯამში, ეს ინიციატივა ძალიან გამართლებული და წარმატებული აღმოჩნდა“, - განაცხადა კობახიძემ.