საპრეზიდენტო დელეგაციის ჩამობრძანებამ ვატიკანში, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოიწვია ვატიკანის ოფიციალურ პირებში. მათ ეს არ დაუფარავთ და საგანგებოდ აღნიშნეს, - განუცხადა რომში „ქრონიკას“ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ, პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.
მამა გიორგი პაპის დაკრძალვას დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.
„საპრეზიდენტო დელეგაციით ჩამობრძანებამ ვატიკანში, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოიწვია ვატიკანის ოფიციალურ პირებში. მათ ეს არ დაუფარავთ და საგანგებოდ აღნიშნეს, რომ საპრეზიდენტო დელეგაციის დასწრება რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მას უაღრესად ახლო ურთიერთობა ჰქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან“, - განაცხადა ზვიადაძემ.
პაპი ფრანცისკე უკანასკნელ გზაზე ასი ათასობით ადამიანმა გააცილა. ანდერძის თანახმად, რომის პაპი, ვატიკანს გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.