მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის

მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

„ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი.

იტალიაში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, მიტროპოლიტ გერასიმესთან და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად ვიმყოფები.

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის“, - წერს იგი.