თორნიკე ჭეიშვილი საფრანგეთის საელჩოზე: ეს დუმილი კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ეჭვებს და აჩენს განცდას იმისა, რომ აქ საქმე გვაქვს მიზანმიმართულად შესაბამისი რადიკალური პროცესების წახალისებასთან, ისევ და ისევ დაფინანსების გაცემის გზით

საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა.

„ეს დუმილი კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ეჭვებს და აჩენს განცდას იმისა, რომ აქ საქმე გვაქვს მიზანმიმართულად შესაბამისი რადიკალური პროცესების წახალისებასთან, ისევ და ისევ დაფინანსების გაცემის გზით“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თორნიკე ჭეიშვილმა.

საფრანგეთის საელჩო გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ისევ არ ასაჯაროებს. დიპლომატიურ წარმომადგენლობას „ქრონიკამ“ კიდევ ერთი წერილობითი კითხვით მიმართა. საუბარია „პენ ჯორჯიასა“ და „სოვლაბის“ დაფინანსებაზე.